რომის იმპერიაში წყენას ტყვიის ფირფიტებზე ტვიფრავდნენ ხოლმე, შემდეგ გრაგნიდნენ და სამარხებში ფლავდნენ ან ჭებში აგდებდნენ.
ახლახან თარგმნილი 1600 წლის ფირფიტა ვინმე ვეტერინარ პორსელოს “მაწყევარია".
მცირე წყენაც კი წყევლას იმსახურებდა.
მკვლევრებმა 1500–ზე მეტი ფირფიტა აღმოაჩინეს, მათ შორის – 130 აკვა სულისის (ამჟამად ქალაქი ბათი, ინგლისი) მახლობლად. როგორც ირკვევა იმ ადამიანებზე შურისძიებას ითხოვენ, რომლებმაც მობანავეებს ტანსაცმელი მოპარეს.
ზოგი ხელმოწერილია, ხოლო ზოგზე დამნაშავეა გამოსახული.
ბევრი ღმერთებს ეჭვმიტანილის ცხოვრების გაუკუღმართებას სთხოვს
რატომ აქვს ამ ნივთებს მნიშვნელობა? _ "ისინი რიგითი ადამიანების, და არა ავგუსტუსის ან ციცერონის, გულისტკივილს ასახავენ", – ამბობს სელია სანჩეს ნატალიასი სარაგოსას უნივერსიტეტიდან (ესპანეთი).