ჩინეთის ქალაქები საცობებში იხრჩობა – 2007 წლიდან დღემდე მანქანების რაოდენობა გაორმაგდა.
მთავრობა ქალაქების სრული პარალიზების პრევენციას ცდილობს.
პეკინის მთავრობამ რადიკალურ გზას მიმართა – ლატარიაში ყოველთვიურად მხოლოდ 20 000 მანქანის სარეგისტრაციო ნომერს ათამაშებს, როცა მსურველთა რიცხვი 900 000-ს აღწევს.
პეკინელები კი ათასგვარ ხრიკს მიმართავენ. ზოგს სიაში ოჯახის წევრები შეჰყავს, რათა თავისი შანსები გაზარდოს, ზოგიც მეზობელ ქალაქში დარეგისტრირებულ მანქანებს ყიდულობს.
შანხაიში ნებართვა აუქციონზე გაიცემა, სადაც მინიმალური გადასახადი 10 000 დოლარს აღწევს, ზოგიერთ ქალაქში პარკირების გადასახადს ზრდიან, ზოგან კი მეტროს დამატებითი ხაზები გაჰყავთ.