სამტრედიაში არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი შაბათს დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, 14 წლის გოგონა სამტრედიაში, საკუთარ ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა და ბიძამ მას სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა.
სააგენტოსთან საუბრისას დაკავებულის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლითაა აღძრული.