მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph–მა გამოაქვეყნა რეიტინგი: “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ.”
მათ შორის მოხვდა კახეთის მხარეც.
რეიტინგი შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსონმა და მაქსომ-ლოუველ ჰორმა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.