ფრანგმა სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. მასშტაბური ანტი–ტერორისტული ოპერაცია ლიონსა და პარიზის გარეუბნებში ერთდროულად ჩატარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ისინი გამოძიებას ჩვენებას აძლევენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” და ისინი ძირითადად, ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობდნენ, რათა შემდეგში სირიაში გაეგზავნათ.