საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოსთან 700 თანამშრომელი გათავისუფლდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი იფორმაცია, რომ თითქოსდა სამსახურიდან გათავისუფლდა 700 თანამშრომელი.
საზოგადოება შეცდომაში რომ არ იყოს შეყვანილი გაწვდით ინფორმაციას: თბილისის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს 1150 თანამშრომელი, უკვე დანიშნულია 960 თანამშრომელი. პოლიციის კანონთან შეუსაბამობის გამო სააგენტოში ვერ დაინიშნა 80 თანამშრომელი, კონკრეტულად კი შემდეგი მიზეზებით: ნასამართლეობა, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, არიან პიროვნებები რომლებზეც საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, არასრული საშუალო განთლება. დანარჩენ პიროვნებებზეც გრძელდება კადრების სამმართველოში შესწავლა და თუ დააკმაკოფილებენ შსს-ში მიღების წესს და გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, დაინიშნებიან შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში. სააგენტოს პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც ყველა მედია საშუალება იქნება მიპატიჟებული.
p.s სააგენტოს ეყოლება თავისი პრესსამსახური და შეძლებთ ოპერატიულად პასუხების მიღებას, მანამდე აქ ვართ:)", _ წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.