ანაკლიიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, ორთაჭალაში, სამინისტროს შენობასთან მისვლას აპირებენ.
ამის შესახებ “გურია ნიუსს” გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქმის გამოძიება წინ არ წასულა, ამიტომ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
“11 საათზე, ორთაჭალაში მივალთ პლაკატებით და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოვითხოვთ”, _ აღნიშნა აბულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით 18 იანვარს აბულაძის ნათესავებმა ანაკლია-ზუგდიდის გზა გადაკეტეს.
ცნობისთვის, ანაკლიაში მცხოვრები გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს უგზოუკვლოდ დაიკარგა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ამავე თემაზე:
“შსს-ს მოვუწოდებ, რომ ოჯახის ინფორმირება მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“
ცინარა აბულაძე: “გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი”