ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის კუპიურების გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქლაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ რომ ბრალდებულებმა, შაბან ქოჩერიმ, ჰასან ეროლიმ და ბარიშ ილმაზიმ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გასაღების მიზნით შემოიტანეს 57 000 ყალბი აშშ დოლარი, ზემოაღნიშნული პირები საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 20 000 ყალბი აშშ დოლარი გასაღების ფაქტზე, ხოლო პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებული იქნა 37 000 ყალბი აშშ დოლარი.
საქმეზე მიმდუინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.