ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და სოსო რობაქიძე დაუპირისპირდნენ. დონაძის თქმით, რომელიც სატელეფონო ხაზით ერთხვებოდა, ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი.
აღნიშნულ განცხადებას სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა. მისი თქმით, პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ.
"ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ.
მოდი გადაცემაში დებატებზე. ნუ გეშინია, არაფერს გიზამ, შენ რაღა უნდა გიქნა, ისედაც ნაქნარი გაქვს", – მიმართა სოსო რობაქიძემ დონაძეს.