ახმეტის გამგეობიდან და საკრებულოდან რესპუბლიკელების ორი წევრი გაათავისუფლეს, რასაც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გათავისუფლებულების დაბალი კომპეტენციით ხსნიან.
თუმცა ამ მიზეზს არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
"ხშირად არაუფლებამოსილი პირები – პარლამენტის დეპუტატები თუ სხვები, ერევიან საჯარო მოხელეების ტესტირებისა და გასაუბრების პროცესში.
ჩვენი პარტიის ორმა წევრმა, მიიღო მაღალი ქულები, გაიარეს გასაუბრება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი სამსახურიდან გაუშვეს, ესაა მათი პარტიული კუთვნილება", _ განაცხადა სამნიძემ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ ის ჰაერიდან არ საუბრობს, ამის შესახებ აქვს ინფორმაცია.
~