გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ცხელ წერტილებში“ ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების დათვალიერების შედეგად, ხაშურის და გორის მუნიციპალიტეტებში 3 არარეგისტრირებული საამქრო გამოავლინეს.
კანონდარღვევით მოქმედი სამივე საამქრო დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით.