მოსამართლისა და პროკურორის სიტყვიერი შეურაცხყოფაში ბრალდებულების – რიჩარდ ცქვიტინიძისა და გიორგი ზაქარეიშვილის სასამართლო პროცესი 18 თებერვლამდე გადაიდო.
სასამართლო პროცესების გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს, ბრალდებულების ადვოკატმა, მამუკა ჭუმბურიძემ მიმართა.
როგორც ადვოკატმა „გურია ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის საქმეში დღეს ჩაერთო და დეტალებს არ იცნობს. სწორედ ამიტომ დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა.
მისივე თქმით, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ, მასაც სჯერა ცქვიტინიძისა და ზაქარეიშვილის უდანაშაულობის.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა – მომხდარიყო ოზურგეთის სასამართლოს აცილება, რადგან მიკერძოება არ მომხდარიყო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.