გორის რაიონში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მაცხოვრებლებს მიწის დამუშავების უფლება არ მისცეს და ტერიტორიიდან გაყარეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსაუხრში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.