ანაკლიიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ.
როგორც “გურია ნიუსს“ გოგიტა აბულაძის დამ, მანანა აბულაძემ უთხრა, თალაკვაძისგან დახმარების დაპირება მიიღეს.
“დღეს დილიდან ვითხოვდით სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას. არჩილ თალაკვაძე შეგვხვდა და გვესაუბრა. ჩაინიშნა ჩვენი პრობლემები და დაგვპირდა, რომ საქმის გამომძიებელს მითითებებს მისცემს და თავადვე დაგვიკავშირდებიან“, _ აღნიშნა აბულაძემ.
მისივე თქმით, მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ვადა, თუ რა დროში გამოიძიებენ საქმეს, არ დაუსახელებია.
“თალაკვაძე როგორც იცით, ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია, ამიტომ ის ახლა ეცნობა ჩვენს საქმეს. კონკრეტული ვადა არ უთქვამს, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში თავად მოვიკითხოთ საქმის მიმდინარეობა, თუ ამ პერიოდშიც არაფერი გამოიძიეს, ისევ აქციებს დავიწყებთ“, _ განაცხადა აბულაძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აბულაძეების ოჯახს აქამდეც ხვდებოდნენ, თუმცა გამოძიება წინ ვერ მიდიოდა.
“სულ ახალ–ახალი თანამდებობის პირები გვხვდებიან, შემდეგ ისინი სხვა თანამდებობებზე გადაჰყავთ და საქმის გამოძიება მაინც ვერ ხერხდება“, _ აღნიშნა აბულაძემ.
“გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მას აქვს კომუნიკაცია ოჯახთან და ეცდება მათ დაეხმაროს:
“შევხვდი ცინარიძეების ოჯახს ჩემს ოფისში და მაქვს კომუნიკაცია ხალხთან – განსაკუთრებით, ვისაც დახმარება სჭირდება“, _ აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ანაკლიაში მცხოვრები გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს უგზოუკვლოდ დაიკარგა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ამავე თემაზე:
ცინარა აბულაძე: “გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი”
“ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს”
“შსს-ს მოვუწოდებ, რომ ოჯახის ინფორმირება მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“