საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხი დასვა.
_ საქართველოში არსებობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც თვლის, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში უნდა დაფუძნდეს.
არსებობს უამრავი არგუმენტი, რომელიც ასეთი უნივერსიტეტის ქუთაისში განთავსების სასარგებლოდ მეტყველებს.
ეს არგუმენტები გამომდინარეობს ქვეყნის თანაბარსივრცულად განვითარებისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიიდან, _ განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.