იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ირაკლი ფირცხალავა ემუქრებოდა.
მისივე თქმით, ეს მაშინ მოხდა, როცა თბილისში, იუსტიციის სახლთან "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი" გახსნა:
" ირაკლი ფირცხალავას ეს დაფა არ მოსწონდა და მემუქრებოდა კიდეც. მინდა, გითხრათ, რომ ეს დაფა აუცილებლად დარჩება და იქნება იქ, სადაც არის," – აღნიშნა წულუკიანმა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული პირებისთვის წინასწარ პატიმრობას მიესალმა:
"ისეთი ადამიანის და ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, დაუშვებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მივესალმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს მარტო მას არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვინც საპატიმროში გამწესდა," – აღნიშნა წულუკიანმა.