ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. წინასასამართლო სხდომა 26 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად.