https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩვეულებრივი და “ლენტის გაჭრამდე საჭირო ექიმების” გასაჭირი

2:11; 18.11.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, სამედიცინო სფეროდან მრავალი მუშაკის დათხოვის თაობაზე, კარგა ხანია, ხმაურია. აღნიშნული პრობლემის გარდა, ხშირად საუბრობენ სახელფასო დავალიანებაზეც. “გურია ნიუსი” ამ მეტად მწვავე თემაზე სასაუბროდ ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოს ესტუმრა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულად ითვლება, თუმცა, ჯერჯერობით, ფუნქციონირებს.

საავადმყოფოს შესასვლელში, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის შპს “მედალფას” გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ანთაძე მოულოდნელად შეგვხვდა და სტუმრობის კონკრეტული მიზანი გავაცანით _ გვაინტერესებდა, რა მდგომარეობაა საავადმყოფოში, რამდენად სამართლიანად გაათავისუფლეს ექიმები თუ მედდები, კმაყოფილია თუ არა ჩაბარებული გამოცდების ხარისხით მედპერსონალი. ასევე, გვაინტერესებდა გადაგვემოწმებინა ფაქტი, რომელიც წყარომ შეგვატყობინა: წყაროს თქმით, ამ საავადმყოფოში, 9 ნოემბერს, ავადმყოფი პირდაპირ იატაკზე ეწვათ. ლევან ანთაძემ სერიოზულად გაიკვირვა ეს ფაქტი და უყოყმანოდ შემოგვატარა ყველა სართული, თან დაინტერესდა, საიდან მოიტანეთ ეს ამბავი, აქ იმდენი პალატა და საწოლია, ავადმყოფს იატაკზე რა უნდოდაო.

_ ბატონო ლევან, ექიმთა გამოცდების შესახებ დიდი აჟიოტაჟია. კონკრეტულად კი ამბობენ, რომ მოულოდნელი ტესტირების დროს, რისთვისაც სულ რაღაც ერთი კვირა მისცეს მედპერსონალს, ტესტები ყველა პროფილის ექიმისთვის ერთნაირი იყო _ ქირურგს, თერაპევტს, პედიატრს ერთნაირი ტესტებით ცდიდნენ, რასაც კურიოზად მიიჩნევენ… ბევრს საუბრობენ ასევე, მიუღებელ ხელფასებზეც…

_ ეს სიცრუეა. აი, ვკითხოთ ახლა ექიმებს, როგორ ჩააბარეს გამოცდები და იყო თუ არა შეუსაბამო კითხვები.

რუსუდან ურუშაძე, ენდოკრინოლოგი: _ გამოცდა კარგად ჩავაბარეთ; ვინ ამბობს, რომ ზოგადი კითხვები იყო?! მე ტესტირება ჩემი სპეციალობის შესაბამისი კითხვებით გავიარე, არ გამძნელებია.

_ ქალბატონო რუსუდან, ხელფასს თუ იღებთ დროულად, ბოლოს რომელი თვის ხელფასი მიიღეთ?

_ ოქტომბრის 20 რიცხვამდე.

თუმცა ბატონმა ლევანმა შეუსწორა, რომ ეს ოქტომბრის თვის არ იქნებოდა, რაზეც ექიმმა თქვა, რომ ალბათ, წინა თვის იყოო.

ზაზა გაბუნია, უროლოგი: _ ტესტირება ჩემი პროფესიის მიხედვით გავიარე და არაფერი გამჭირვებია. რაც შეეხება ხელფასს, სამშაბათს ავიღეთ, ეს იყო ივლისისა და აგვისტოს ანაზღაურება. სექტემბრის თვის კი აწი უნდა ავიღოთ.

ქეთევან სტურუა, თერაპევტი: _ გამოცდები ადვილი არ იყო, თუმცა არ გამჭირვებია, ტესტებიც ჩემი პროფესიის შესაბამისი იყო. ხელფასი ოქტომბერში ავიღე, მგონი ივლისისა იყო.

ჩვენ დავინტერესდით, რა მოხდა მესამე სართულზე, იწვა თუ არა წინა ღამით იქ ავადმყოფი იატაკზე დადებულ ლეიბზე. აქ, შედარებით კარგი პირობებია, ეს ერთადერთი გარემონტებული სართულია, სადაც ავადმყოფის მოთავსება შეიძლება. მედპერსონალი გაკვირვებული გვეკითხებოდა _ ვინ ხართ და ეს ვინ თქვაო? ამ ჩვეულებრივ საურთიერთობო დიალოგში ლევან ანთაძემ რამდენჯერმე “პასუხი” დაგვასწრო: ეს “გურია ნიუსია” _ ჩვენ ვიყიდეთო.

_ ბატონო ლევან, “გურია ნიუსი” არ იყიდება.

_ ხუმრობით ვამბობ.

_ ხუმრობითაც არ იყიდება… ყველა სართულზე რატომ იმეორებთ, ეს ხუმრობის რა ფორმაა?

_ არა, იატაკზე ავადმყოფი იწვაო, ეს ვინ თქვა…

ამასობაში ცნობილი ქირურგი, ტიტე მგელაძეც გამოჩნდა, რომელმაც ღიმილით აღნიშნა, რომ იატაკზე მართლაც იწვა ავადმყოფი, რომელსაც ბარძაყის ამოვარდნილობა ჰქონდა და ეს პოზა იყო საჭიროო(?).

ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ ავადმყოფი საკაცეზე კი არა, პირდაპირ იატაკზე იწვა, რადგან შტატების შემცირების შემდეგ, მხოლოდ ერთი _ მესამე სართულის ფუნქციონირება საკმარისად მიიჩნიეს და თითო განყოფილებას სამ-სამი პალატა მიაკუთვნეს. ამიტომ, ადგილები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტიტე მგელაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი გამოცდები ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს, რომ პროფესიონალები გვყავდეს.

ლევან ანთაძე ამჯერად კოლეგებს “გაეხუმრა”, აქ აგენტი გყოლიათო, ჩვენ კი გვითხრა, რომ მიუღებელ ხელფასებზე ის არ არის პასუხისმგებელი. აღნიშნა ისიც, რომ თავად ელაპარაკა შესაბამის ინსტანციას და ეს სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება.

რაც შეეხება ტესტირების და ექიმთა შემცირების საკითხს, ანთაძემ თქვა, რომ “ეს მას არ მოუგონია. არსებობს კონკურენციაც; ჯანდაცვის მონაცემებით ახლა საქართველოში 22 ათასი ექიმია! ყოველწლიურად 100 მედდა და 1500 ექიმი გამოდის სასწავლებლებიდან. რეალურად კი, სულ 1500 ექიმია საჭირო!”

ბატონმა ლევანმა “ავერსის” ახალი კლინიკის ნახვაც შემოგვთავაზა. შევპირდით, რომ მაშინ ვესტუმრებით, როცა კლინიკა ოფიციალურად გაიხსნება.

რას ამბობენ პირად საუბრებში მოულოდნელად უსამსახუროდ დარჩენილი ექიმები? ჩვენთან საუბარში ისინი საჯაროდ ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ; აღნიშნავენ იმასაც, რომ “არაფრის ეშინიათ, თუმცა ახლა ასე თვლიან საჭიროდ”:

_ რა გამოცდები, რის გამოცდები?! ეს გამოცდა იყო? რაღაც კითხვები მოიტანეს ერთი კვირით ადრე. პედაგოგებს უთხრეს მაინც, ერთი წლით ადრე _ მოემზადეთო. მე პროფესიონალი ვარ და ესენი, რაც მთავარია, თეთრ ხალათს ვერ გამხდიან… ახლა რას ვგრძნობ? არც დამწუხრებული ვარ და არც აღტაცებული, უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ისე კი, შინაგანად არ მგონია, რომ სამსახური სამუდამოდ დავტოვე.

_ რა გამოცდებზე საუბრობენ? ეს არის მხოლოდ წმინდა წყლის ფორმალობა. არავის აინტერესებს პროფესიული დონე, ვისაც ეს აინტერესებს, პროფესიულ კითხვებს სვამს. რას ნიშნავს, თუ ამ გამოცდებს ჩააბარებთ, მერე გადაგამზადებთო? ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ცალკე სალიცენზიო გამოცდა ჩავაბარეთ, 5 წელში ერთხელ კი გადამზადებას გავდიოდით, ვინ ვის უტარებს გამოცდას?

_ ერთი ეს მითხარით, ვინ არის ეს “ალფა” თუ “ცალფა”, ექიმებს რომ გამოცდას უტარებს? ვინც ის ტესტები შეადგინა, აქეთ ჩაგვაბაროს გამოცდა.

_ ეს რაღაც ტესტირება მიმართულია იქითკენ, რომ კადრები გაცხრილონ. ბევრ ექიმს უთხრეს, რომ ბარიერი გადალახეს, მაგრამ არაერთი მათგანი მაინც შიშით ამბობს, როცა ახალ კლინიკაში გადავალთ, შეიძლება, მაინც გვითხრან, თბილისიდან მითითებაა, შინ წადითო. ვფიქრობთ, ლენტის გაჭრამდე ვჭირდებით.

_ ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება გადამზადება, მით უფრო ექიმს, მაგრამ ღირსების შემლახველი გადამზადება არავის სჭირდება.

“გურია ნიუსი” ასევე შეხვდა და აღნიშნულ პრობლემებზე ესაუბრა ექიმ დავით მდინარაძეს, რომელიც კარგი ექიმი და ძალიან კარგი მენეჯერია. ახალ კლინიკაში ის მუშაობას კლინიკური დირექტორის რანგში გააგრძელებს.

_ ბატონო დავით, რა რაოდენობის მედპერსონალი ჰყავდა საავადმყოფოს და რამდენი წავიდა ატესტაციის შემდეგ?

_ სულ 350-მდე თანამშრომელი იყო, წავიდა 108 _ ექიმები, მედდები, სანიტრები… თუ სახელმწიფოს სურს, სოციალურად უნდა დაიცვას, ცივილურ ფორმებს მივესალმები.

_ სულ რამდენი სამედიცინო დაწესებულება იყო ოზურგეთში?

_ ოზურგეთში ექვსი სამედიცინო დაწესებულება იყო და ახლა ერთად მოიყარა თავი. ესენია: კლინიკური საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, ნარკოლოგიური, ფსიქო-ნევროლოგიური, ტუბდისპანსერი და სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

_ ტუბდისპანსერის შემცირება მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

_ ტუბდისპანსერი შეამცირა ტუბერკულოზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ოზურგეთს ჰქონდეს ტუბსაავადმყოფო საწოლებით.

_ ახლა ვინ მოემსახურება ამ სპეციფიკურ ავადმყოფებს?

_ სტაციონარი ანუ საავადმყოფო დარჩა ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. ამბულატორიულ ავადმყოფს კი ადგილობრივ კაბინეტში უმკურნალებენ.

_ ძალიან გთხოვთ, გულწრფელი იყოთ _ ბევრს საუბრობენ ექიმების გამოცდების შესახებ. ბევრი შინ წავიდა… დაგწყდათ თუ არა გული, რომ მათ შორის იყვნენ პროფესიონალები და ძალიან კარგი ექიმები?

_კი. მათ შორის არიან უბადლო, უძლიერესი ექიმები. მათ უარი თქვეს ტესტირებაზე, ისინი პროფესიონალები არიან და ხალხის სამსახურში ყოფნაც დიდხანს შეუძლიათ, მაგრამ რა ვქნა?!

_ ახალ კლინიკაში როდის გადახვალთ?

_ მაქსიმუმ, საახალწლოდ იქ ვიქნებით.

_ ფასადი კარგად გამოიყურება, შიგ რა ვითარებაა?

_ მფლობელის აზრი ასეთია _ არაფერი ძველი! ინვენტარი თუ სამედიცინო აღჭურვილობა ძველი საავადმყოფოდან არ უნდა გადავიტანოთ, იქ ყველაფერი ახალი უნდა შეიტანონ, ახალი სტანდარტით, როგორც ევროპაშია.

_ და მიიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი საქმეს უშველის?

_ ვთვლი, რომ ოზურგეთის გადარჩენა ეს არის კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილიანი. როგორც გითხარით, ჩვენთან ექვსი სამედიცინო დაწესებულება იყო, ოღონდ სხვადასხვა ადგილზე და ახლა ყველამ აქ მოიყარა თავი.

_ თუ ამ კლინიკაში არ გეყოლებათ ისეთი სპეციალისტი, რომელიც კრიტიკულ მომენტში საჭირო აღმოჩნდება, რას იზამთ?

_ არ იქნება პრობლემა, ჩამოვიყვანთ განსაზღვრული დროით. კლინიკას აქვს სასტუმროც და მოწვეული მედიკოსები იქ განთავსდებიან.

_ ახლა უმთავრესზე უნდა გკითხოთ, რაც საზოგადოებას აღელვებს: გაიზრდება თუ არა იქ მკურნალობის საფასური?

_ ფასების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. ალბათ, იგივე დარჩება.

_ ვრცელდება ხმები, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც ფასიანი გახდება და სულ ცოტა, გამოძახება 40 ლარი ეღირება…

_ ვინ ამბობს ამას?! ჯერ ამაზე საუბარი არ არის და არც რაიმე დირექტივა მიგვიღია. სახელმწიფო პროგრამა მუშაობს 2012 წლამდე და მერეც არის ჩადებული ისეთი მიმართულება, რომ ისევ ისე გაგრძელდეს ყველაფერი. ეს კავშირში არ არის შენობის შეცვლასთან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

ახალი დეტალები ძროხების ქურდობის შესახებ

ლანჩხუთში აქცია მიმდინარეობს

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო