სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა და რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნულია, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა, საზღვარგარეთ მივლინების დროს კავშირგამბულობისთვის 4,653.00 ლარი დახარჯეს:
_ ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა 2013 წელს შეადგინა 6,390.00 ლარი, მათ შორის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, სამინისტროს თანამშრომლებისათვის (მინისტრის გარდა) კავშირგაბმულობის ხარჯებმა შეადგინა 4,653.00 ლარი, რითაც დარღვეულია „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულების დანართი N3-ის მე-5 პუნქტი, რომელიც არ ითვალისწინებს მინისტრის გარდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დანარჩენი თანამშრომლებისათვის ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურებას, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
აღნიშნულ თემაზე სამინისტროს კომენტარს „გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.