სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ დებიტორული დავალიანებები არარეალურად არის შემცირებული:
„2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსში ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის ანგარიშზე N1482.1.1.1.1.100 არარეალურად ირიცხება დებიტორული დავალიანება 170,000.00 ლარი.
რეალურად, ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის მიერ წარმოდგენილი დავალიანების დამასტურებელი 2014 წლის 11 ნოემბრის N03/796 წერილით გამომდინარეობს, რომ აღნიშნული დავალიანება დახურულია 2013 წლის 30 დეკემბერს სამინისტროსა და ფედერაციას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სამინისტროს ბუღალტრულ აღრიცხვაში გატარებული აქვს დაგვიანებით – 2014 წლის 31 იანვარს.
სამინისტროს 2011-2012 წლების შესაბამისობის და 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ 2014 წლის 23 დეკემბრის N07/4748 და 2014 წლის 26 დეკემბრის N07/4790 წერილების თანახმად ფეხბურთის ფედერაციას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებიდან (N015087-2012/02/1 15/05/2012 და N015121-2012/3/1 15/052012) გამომდინარე სამინისტროს ბალანსზე და ბუღალტრულ აღრიცხვაში უნდა ერიცხებოდეს დებიტორული დავალიანება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ 27,155.75 ლარის (ქ.ფოთში ცენტრალური სტადიონზე მოედნის მოწყობის სამუშაოებიდან გამომდინარე) და 128,682.5 ლირის (ქ.გორში ცენტრალური სტადიონზე მოედნის მოწყობის სამუშაოებიდან გამომდინარე) ოდენობით, მაგრამ არ ერიცხება.
ე.ი აღნიშნული თანხებით დებიტორული დავალიანება არარეალურად არის შემცირებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები (N015087-2012/02/1 15/05/2012 და N015121- 2012/3/1 15/052012) აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა“ – წერია დასკვნაში/