ნატო-ს ჯარების მთავარსარდალ, ფილიპ ბრედლოვის განცხადებით, ამერიკის ან რომელიმე დასავლური ქვეყნის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული რეაქცია გამოიწვიოს.
მისი გამოსვლა ეხება აშშ-სგან წამოსულ სიგნალებს, რომლითაც ამერიკა უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების იდეას მხარს უჭერს. ის და სხვა ამერიკელი ლიდერები კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას გამორიცხავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.
მაგრამ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და რამე ძვრას უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის შესახებ ღიად ეწინააღმდეგებიან.
ბრედლოვი ჟურნალისტებს დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ესაუბრა.