დღეს, დილიდან, ლანჩხუთის ცენტრში, პოლიციის ახალი შენობის ტერიტორიაზე, დასუფთავების მანქანებია მობილიზებული _ იწმინდება როგორც შიგა პერიმეტრი, ასევე მიმდებარე ტერიტორია.
არსებული ინფორმაციით, შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ელოდებიან, რომელიც ახალ შენობას გახსნის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.
სახელისუფლებო წყაროებმა გვითხრეს, რომ არ იციან, დღეს ნამდვილად ჩამოვა თუ არა შს მინისტრი ლანჩხუთში.
შეგახსენებთ, რომ მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მისი გახსნა 15 ნოემბერს იგეგმებოდა. შემდეგი ეს თარიღი 23 ნოემბრისთვის გადაიწია, თუმცა, დღეს დილიდანვე უკვე ვრცელდებაინფორმაცია, რომ ახალი ოფისი დღეს გაიხსნება.