https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა დრო იყო, რა!

16:02; 7.02.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო როდესაც საქართველოში ფეხბურთი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ზედმეტი ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.

საქართველოში ფეხბურთი რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ მსურს რომ დავბრუნდე და იმდროინდელი რამდენიმე საინტერესო ისტორია გავიხსენო.

80-იანი წლების თბილისის “დინამო” სასწაულებს ახდენდა და იმ სასწაულის სანახავად ხალხი არც ნერვებს ზოგავდა და არც სოლიდურ თანხას. პირადად მინახავს 3-მანეთიან ბილეთში გადახდილი 150 მანეთი. მინახავს დღე და ღამე სალაროებთან რიგში მდგარი გულშემატკივარი და უმკაცრესად დაცული სიები, რომელსაც სახელდახელოდ შექმნილი “სახალხო კომისია” აკონტროლებდა და ურიგოდ წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

ქვემოთ მოყვანილ ისტორის სტაჟიანი თბილისელი გულშემატკივარი დათო ბარამიძე დღემდე არაერთხელ იხსენებს.

„ის რაც 1981 წლის ადრიან გაზაფხულზე „დინამოს” სტადიონთან ვიხილე, ალბათ არასოდეს დამავიწყდება. თასების თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში თბილისის „დინამო” „ვესტ ჰემს” მასპინძლობდა.

პირველი შეხვედრა ქართველებს 4:1 ჰქონდათ მოგებული და იოლი წარმოსადგენია, რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი თბილისში. ზედმეტ ბილეთზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. მატჩის წინადღეს გაგვიმართლა და ორდღიანი დაპირების შემდეგ სტადიონის სალაროებში გამოტანილი ბილეთები დიდი შეხლა-შემოხლის შედეგად მოვიპოვეთ. რამდენიმე ათასი გულშემატკივარი მაინც უბილეთოდ დარჩა.

ერთი ხანში შესული, ხელჯოხზე დაყრდნობილი სრულიად გაჭაღარავებული კაცი შეერია გულშემატკივართა ზღვას, „ზედმეტი ბილეთი ხომ არავის გაქვთო”, – იკითხა და დაამატა: – ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვარო. იქვე ახალგაზრდების ჯგუფი იდგა, წინათ მათ „ანგლებს” ეძახდნენ, ყველას და ყველაფერს თავიანთი, „ანგლური” საზომით ზომავდნენ.

„გამორჩეულმა” დამცინავი ღიმილით უთხრა: – მე მაქვს ზედმეტი ბილეთი, ოღონდ იმ შემთხვევაში მოგცემ, თუ აგერ იმ ხეზე ახვალო. ალვა იყო, ლამის სტადიონის მეორე იარუსამდე უწვდებოდა თავი. ვიდრე ხალხი ამ „ანგლობის” გამო გაკვირვების გამოხატვას მოასწრებდა, იმ ჭაღარა კაცმა სევდიანად ჩაიღიმა, ხელჯოხი იქვე ხეზე მიაყუდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ხეზე ასვლა დაიწყო. ათასობით კაცი გასუსული და პირდაღებული მიაჩერდა. გვარიანად იწვალა და ივაგლახა, მაგრამ მაინც დაძლია თითქმის დაუძლეველი. კენწერომდე ცოტაღა უკლდა, როცა ხალხი აყვირდა: – ჩამოდი, ძია კაცო, მოგებული ხარო. ჩამოსვლა უფრო გაუჭირდა, მაგრამ მიწაზე რომ ფეხი დადგა, სევდიანი ღიმილი მაინც არ მოსცილებია.

„მალადეც, ბიძაჩემოს” ძახილით მოხრილ მხრებზე ხელიც მიუტყაპუნეს. „თავანის” ჩაბარების დროც დადგა. იცით, რა უთხრა იმ მთავარმა „ანგალმა” მოხუცს? – კენწერომდე ვერ ახვედი და ბილეთი არ გეკუთვნისო!..

პაუზა ჩამოვარდა, მომეჩვენა, რომ უსასრულოდ გაგრძელდა. მერე იყო გაგიჟებული ხალხის სამართლიანი განაჩენი: ის „ანგლები” ღობეზე მიაყუდეს, ბილეთები წაართვეს და იქიდან დიდიან-პატარიანად ააორთქლეს. მაგარი ადგილები კი ჰქონდათ „დათრეული”, აღმოსავლეთი ტრიბუნის 23-24-ე სექტორში.“

იმ წელს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, ფინალური შეხვედრის ბურთი კი ბატონი ანზორ გაბიტაშვილის კუთვნილება გახდა.

“ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული. ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში”.

მატჩის დასრულების შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. მასზე “კარლ ცეისიც” იყო დაპატიჟებული, მაგრამ გერმანელებს ნამდვილად არ ექეიფებოდათ. ქართველებმა ჩინებულად მოილხინეს. სუფრა იმ სასტუმროს რესტორანში იყო გაშლილი, სადაც “დინამო” იყო დაბინავებული. ახალკაცმა ფეხბურთელებს ნება მისცა – დალიეთ, ვისაც რამდენი გინდათო. იმ თასში შამპანურის შვიდი ბოთლი ჩადიოდა. ძიმისტარაშვილი იყო იქ მოსული, დიუსელდორფში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. იმან დაიწყო და ჩამოატარა თასი. უკლებლივ ყველამ შესვა გამარჯვების სადღეგრძელო. მოგვიანებით ზეიმი სასტუმროს ბარში გაგრძელდა. ის ისტორიული დოლ-გარმონიც მოიტანეს და ქეიფმა დილამდე გასტანა.

ორ დღეში ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, ქალაქში სადაც 13 მაისის ღამეს ეროვნული ზეიმი გაიმართა. არა მარტო საქართველოს დედაქალაქში, გაზაფხულის იმ ლამაზ ღამეს მთელი ქართველობა დილამდე გარეთ ზეიმობდა. მოთამაშეებს თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელები ტრაპიდან სათითაოდ ჩამოყავდათ და გასასვლელამდე ასე ატარებდნენ.

მაინც უცნაური დრო იყო. ამ წარმატებისათვის თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები მშობლიურმა მთავრობამ და პარტიამ 700-700 დოლარით დააჯილდოვა. ფულში არ იყო საქმე, რა ფული გადაწონიდა იმ სიხარულს, რაც მაშინ საქართველომ განიცადა.

ალბათ გახსოვთ 1976 წლის 3 სექტემბერი. იმ დღეს სსრკ-ის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. თბილისელები ამ პრიზისათვის მეექვსედ იბრძოდნენ. წინა ხუთი ფინალი ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა. „არარატი“ 1975 წლის თასის მფლობელი გახლდათ და ამ საპატიო ჯილდოს ერევანში კიდევ ერთხელ ჩატანა სურდათ. ალბათ, გახსოვთ, რომ იმ მოსკოვურ საღამოს თბილისელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს და საბჭოთა კავშირის თასიც პირველად მოიპოვეს.

იმ თამაშის პერიპეტიების გახსენება ფირუზ კანთელაძის მოგონებების სახით მინდა შემოგთავაზოთ. 3 სექტემბრის შეხვედრამდე სომეხი ფეხბურთელები საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ და ამას არც კი მალავდნენ.

ფირუზ კანთელაძე:

„ფინალური მატჩი ისე დაიწყო, მეტოქემ კინაღამ პირველივე შეტევა გოლით დაასრულა: ძალიან სახიფათო ფორვარდი ჰყავდათ – ნაზარ პეტროსიანი. მისი აქტიურობით ბურთი ჯერ ჩვენი კარის ძელს მოხვდა, მერე კი ალექსანდრე ჩივაძემ გვიხსნა. არავინ იცის, ეს გოლი რომ გასულიყო, თამაში როგორ წარიმართებოდა.

ჯერ დათო ყიფიანმა ლამაზი თავურით გახსნა ანგარიში, მერე ვლადიმერ გუცაევის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიც იყო, ბოლოს კი ყველაფერს წერტილი რეზო ჩელებაძემ დაუსვა.

პენალტი რომ დაინიშნა, ცენტრის ხაზთან ვიყავი. რატომღაც ბურთიც იქ მოგორდა. ამ დროს ვხედავ, რომ ვინც პენალტი უნდა დაარტყას, ის არ აქტიურობს. ინსტიქტურად ავიღე ბურთი და პენალტის ნიშნულისაკენ გავეშურე. დათო ყიფიანმა მომაძახა, მიდი, ფირუზ, ნუ გეშინიაო.

ის თერთმეტმეტრიანი რომ ვერ გამეტანა, ალბათ, საქართველოდან შორს გადავიხვეწებოდი. როგორია, თასის ფინალში პენალტს რომ გააცუდებ, თან, ვისთან – „არარატთან“!

„არარატის“ მეკარე ოვსეპიანმა დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ძალიან შორეულ კუთხეში დავარტყი და ვერ მიწვდა. მოკლედ, საქართველოდან გახიზვნასაც „გადავურჩი“ და სანუკვარი ჯილდოც დავისაკუთრეთ.

სამწუხაროდ, მოსკოვში ამ წარმატების აღნიშვნა ბოლომდე ვერ შევძელით. მატჩის დასრულების შემდეგ, იქვე, ქალაქგარეთ, ნოვოგორსკის ბაზაზე გავემგზავრეთ, საკავშირო ჩემპიონატის მორიგი მატჩისათვის რომ მოვმზადებულიყავით. მაგრამ აი, თბილისში რომ ჩამოვედით, მართლაც ზღაპრული დახვედრა მოგვიწყო ქართველმა გულშემატკივარმა. სხვა სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ფეხბურთელების მიმართ“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

09:27; 27 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

09:22; 27 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

09:16; 27 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26 დეკემბერი, 2025

გურიაში მოყვანილი ლურჯი მოცვი ევროკავშირის ბაზარზე გადის

ლარი კვლავ უფასურდება

ყველა სიახლე

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო