საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა.
მატჩი ქალაქ ჰოიზენშტამში გაიმართა.
ეს "ბორჯღალოსნებისთვის" გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპოინატზე" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.