ამის შესახებ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში მის მიერ გატარებული რეფორმის მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ მთავრობასა და მოსახლეობას შორის ურთიერთდამოკიდებულება შეიცვალა.
"ვფიქრობ, რომ რეფორმების მთავარი მიღწევა ის არის, რომ ჩვენ მთავრობისა და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება შევცვალეთ. ახალი კულტურა შევქმენით, ადრე ადამიანები მთავრობას ემსახურებოდნენ, ადრე ხალხს მთავრობის ეშინოდა; ჩვენ დროს კი მთავრობა ხალხს ემსახურებოდა და მთავრობას ხალხის ეშინოდა," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.