გასულ წელს აჭარაში ხშირი იყო სტიქიური მოვლენები. ჭარბი ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რეგიონის ინფრასტრუქტურას. სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის საერთო თანხამ შეადგინა დაახლოებით 3 500 000 ლარი. აქედან 261 800 ლარი გამოიყო აჭარის არ სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის და დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ხოლო 3 223 014 ლარის გამოყოფა ეთხოვა საქართველოს მთავრობას.
2015 წლის 5 თებერვალს საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 3 223 014 ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.
გამოყოფილი თანხიდან : 1 333 000 ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას 1 000 000 ლარი – ბათუმისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის 424 334 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის 465 680 ლარი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის.