ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას თქმით, ის პირადი დეტალები, რაზეც ამ ბოლოს საუბრობენ, ნინოსთვის, დედამისისთვის და ოჯახისთვის კარგა ხანია, ცნობილია:
_ იმ ხელისუფლებამ დადგა სცენა, თითქოს ბინაში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, ადგილი ჰქონდა არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობას. ეს ჩვენ კარგად ვიცით, არაფერია უცხო. შეწუხდნენ ახლა ესენი, რადგან გამოძიება სწორ კვალს ადგას და ამიტომ საუბრობენ ასეთ თემებზე. ისეც გაირკვევა, ვინ დადგა და ისიც აგებს პასუხს, _ აღნიშნა გოგლა ჟვანიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.
გოგლა ჟვანიას თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბევრი ნივთმტკიცება გაყალბდა და ეს ახლანდელმა გამოძიებამაც დაადასტურა.