ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ისტორიული მუზეუმის მიმდინარე ტერიტორიაზე, სადაც რომაული აბანოებია აღმოჩენილი, სამუშაოები დროებით შეჩერდა.
"გუშინ ვნახე, რომ რომაულ აბანოსთან, სამუშაოები მიმდინარეობდა. ვიფიქრე, აბანოს გადახურვას აკეთებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. კარგია, რომ ეს სამუშაოები მიდის, მაგრამ ამ უძველეს განძს ნუ დავანგრევთ", – გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის გაერთიანებული სერვისცენტრის უფროსის, დავით ცერცვაძის თქმით, სამუშაოების შეჩერება დროებითია.
"არქეოლოგები შეისწავლიან ამ ადგილს, რადგან არ დაზიანდეს აბანოების ნაშთები და შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები", – გვითხრა დავით ცერცვაძემ.