მინსკში დასრულდა შეხვედრა უკრაინის კონფლიქტის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეების უმრავლესობა პრესკონფერენციაზე გამოვიდა. კადრებში ჩანან მერკელი, შტაინმაიერი, ოლანდი, პოროშენკო, თუმცა, ჯერჯერობით, არ ჩანს პუტინი.
პუტინმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეხვედრის დაწყების დროსაც ალოდინა _ იგი დარბაზში ყველაზე გვიან მივიდა.
შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როგორც უკრაინის მედია იუწყება, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დატოვა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა.
თუ რატომ დატოვა პოროშენკომ შეხვედრა, ამის შესახებ კომენტარები არ კეთდება.