გიორგი კეკელიძე წლის ბეტსელერად აღიარებულ "გურულ დღიურებს" აგრძელებს.
_ უშუალოდ "გურულ დღიურებს" გურიის მიმართულებით ვაგრძელებ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას კეკელიძე, რომელიც უფრო შორს წავიდა და ადამიანური ისტორიების მოსასმენად სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს:
_ რაც შეეხება სხვა კუთხეების ისტორიებს, ეს არის ნაწილი ჩემი სადოქტორო თემის – ,"დაკრძალვისა და ქორწინების ისტორიები გურიაში''. შევეცდები ყველა კუთხის წარმომადგენელი ჩავწერო და შედარებითი ანალიზისთვის გამოვიყენო, _ გვითხრა კეკელიძემ.
კეკელიძე ამჟამად მთიან აჭარაში იმყოფება და აჭარული ქორწინების ისტორიებს აგროვებს.
ნახეთ მუსლიმი ქართველების ისტორია დიდაჭარიდან _ მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარულის ძალიან საინტერესო ამბავი.