მინსკის შეხვედრის დამთავრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტში ავტონომიაზე და ფედერალიზაციაზე საუბარი არ არის.
მისივე სიტყვებით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო საზღვრის დაცვა 2015 წლამდე, ხოლო უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ ყველა უცხო ქვეყნის ჯარები.
პოროშენკომ თქვა, რომ შეხვედრაზე უკრაინას წაუყენეს მიუღებელი პირობები, მაგრამ კიევი ულტიმატუმზე არ წავიდა.
მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ "ყველა ტყვე 19 დღის განმავლობაში გათავისუფლდება; 14 დღეა გამოყოფილი მძიმე არტილერიის გაყვანისთვის, ხოლო ცეცხლი შეწყდება 15 თებერვლიდან".