ბოლოს როდის დაწერეთ წერილი ქაღალდზე? არა, სერიოზულად გეკითხებით! გაიხსენეთ ბოლოს როდის გეჭირათ კალამი და წერდით ქაღალდზე წერილს! გაქვთ თუ არა დღიური? გაქვთ თუ არა სანიშნე ბლოკნოტი? ტოვებთ წერილებს მაცივარზე? და რაც მთავარია გაიხსენეთ როდის გეჭირათ ბოლოს ხელში წიგნი…
დღევანდელ დღეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა – პლანშეტებმა, სმარტფონებმა და კომპიუტერებმა ჩაანაცვლა ყველაფერი. აღარ არის საჭირო წერილების წერა – ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ მოიკითხოთ ახლობლები სატელეფონო ზარით. არ არის საჭირო წიგნის ყიდვა, ჩვენ ხომ შეგვიძლია უბრალოდ გადმოვწეროთ ინტერნეტიდან.
წყარო: Lifeon.Ge