ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.
"ადამიანი, რომელიც ამ პოსტზე ინიშნება უნდა იყოს ორი ყველაზე მთავარი კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული. ესენია – კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ასევე დამატებით ჰქონდეს ის პრინციპულობა, რაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის, თუმცა, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. დარწმუნებული ვარ, გონივრული იქნება მისი გადაწყვეტილება და ღირსეული ადამიანი წარედგინება პარლამენტს.
რაც შეეხება პარტიის წევრობას, კონკრეტული კრიტერიუმები და აკრძალვა თავმჯდომარისთვის, რომ არ უნდა იყოს პარტიიდან, კანონმდებლობაში არ დევს, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო, რამდენად თავისუფალი იქნება ის პოლიტიკური გავლენისგან", – აღნიშნა კუბლაშვილმა.