თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ის მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯოკია ბოდოკიას საქმის გამოძიებას.
"ნამდვილად ვერ გეტყვით, გამოძიება რა მიმართულებით წარიმართება. ეს არის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე.
ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიების პროცესი. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ გამოძიებას. ის ინფორმაციები, რაც მათ სჭირდებათ მივაწოდეთ. ასე, რომ სხვა დანარჩენი გამოძიებაზეა დამოკიდებული", – განაცხადა ნარმანიამ.