სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს. უწყების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთოების დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, სტუდენტები ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.