8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში მამალაძეების გვარი საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
გვარის დალოცვას 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მცხოვრებლებიც.
გვარის სახელზე 3 ხატი დაიწერა _ ერთი სამების საკათედრო ტაძარს შესწირეს, ორს კი სოფელ ხევში ის მამალაძეები ჩამოაბრძანებენ, რომლებიც აქაური ფესვების მიუხედავად, გურიაში ნამყოფები არ არიან.
გარდა ამისა, შეიქმნა ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს სოფელში სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას და ასევე ნიჭიერ ახალგაზრდებს სწავლას დაუფინანსებს:
_ მომავალი წლიდან, ზაფხულში, დაწესდება სოფელ ხევში სამდღიანი სახალხო დღესასწაული, რომელშიც თბილისში და სხვა რეგიონში მცხოვრები მამალაძეები მიიღებენ მონაწილეობას. ვგეგმავთ სხვადასხვა სახის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იდეის ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი მამალაძემ.