თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით:
„25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 – გაჩიანის წყაროდანაა, 16 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 – სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება“.
სულ 1250 შემთხვევაა დადასტურებული, 1010 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კოვიდცენტრებში 261 ადამიანი მკურნალობს.