ქალაქი, სადაც 25 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს 20 ტონა კანაფის დაწვის შემდეგ ეიფორიაში აღმოჩნდა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას turkiyetoday ავრცელებს.
ლიცეს რაიონის ჟანდარმერიის სარდლობის მიერ 18 აპრილს ჩატარებული მასშტაბური ნარკოტიკების განადგურების ოპერაციის შედეგად, ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში სქელი კვამლი ვრცელდებოდა, რის გამოც მაცხოვრებლებს ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდათ, მათ შორის თავბრუსხვევა, გულისრევა და ჰალუცინაციები.
განადგურებული კანაფი, რომლის ღირებულება 10 მილიარდ თურქულ ლირას (261,433,808 აშშ დოლარი) შეადგენს, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული 226 ანტინარკოტიკული ოპერაციის დროს ამოიღეს. ხელისუფლებამ ნარკოტიკების დასაწვავად 200 ლიტრი დიზელის საწვავი გამოიყენა, რასაც კრიტიკოსები არაპროფესიონალურ განადგურების მეთოდს უწოდებენ.
































































