რაც შეეხება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრანსპორტისთვის დამატებით ბარათაშვილის ქუჩაც ჩაიკეტება. ამდენად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.
ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.
მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.