ამ წუთებში ოზურგეთის მთავარ მოედანზე საახაწლო ნაძვის ხეს აწყობენ.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ნაძვის ხის აწყობა ორ დღეში დასრულდება. 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება ნაძვის ხე და ასევე დაგეგმილია კონცერტი ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
„სრულ სიას თუ ვინ იმღერებს 25 დეკემბრის დაგეგმილ კონცერტში ამ დღეებში დაზუსტდება და შესაბამისად ეცნობა მოსახლეობას დეტალები.“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილ კონცერტზე ანრი ჯოხაძე, ოთო ნემსაძე, მარიკო ებრალიძე და ანსამბლი „გორდელა“ იმღერებს.
































































