25 აპრილს, სტამბულის კლინიკაში, BAU MedicalPark Goztepe-ში დათო ევგენიძე ღვიძლის ტრანსპლანტაციას იკეთებს, _ მუსიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც უამრავი გამოხმაურება და გულშემატკივრების დიდი ემოციები მოჰყვა.
“უდიდესი ისტორიის დასაწყისი. წარმატებები, ჯენტლემენებო” – ნინო ქათამაძე.
“ღვიძლი ძმა გეყოლება, დათო” – ნანა გიორგობიანი.
“ჯანმრთელად დაბრუნდით ორივე” – თემურ თათარაშვილი.
“წარმატებები” – კახა მამულაშვილი.
“25-ში ერთნი გავხდებით” – წერს ფეისბუქზე გიორგი მახარაშვილი და კლინიკის წინ, დათო ევგენიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
თავად დათო კი ამ ფაქტის შესახებ წერს:
“თუ არ გაქვს გონორი – ვერ გახდები დონორი.”
“ჩემმა ღვიძლმა ძმამ მახარამ
ახალი ღვიძლი მახარა.
აღდგომა მოდის, იხარეთ,
ცამ მადლი გადმოგვაყარა.”
“ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ თითო ჭიქა ჩაგვერტყა.”
“მე გვერდით მყავს მახარა,
მზის ამოსვლა მახარა.”