ხუთშაბათს facebook-მა ახალი ფუნქცია დააანონსა. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს და დანიშნოს თავისი “მემკვიდრე”- ის, ვინც უფლებამოსილი იქნება, ფეისბუქ-მომხმარებლის გარდაცვალების შემდეგ მის timeline-ზე მოქმედებები განახორციელოს.
კერძოდ, გამოაქვეყნოს პოსტი დაკრძალვის შესახებ. მემკვიდრე ვერ შეძლებს იმოქმედოს, როგორც გვერდის მეპატრონემ, ნახოს მისი პირადი მიმოწერა და ა.შ, მაგრამ შეძლებს ახალი მეგობრების დამატებას, პროფილის და “cover “ფოტოების შეცვლას, ახალი ალბომის შექმნას და ახალ მეგობრებთან ჩათში საუბარს.
აქამდე, შესაძლებელი მხოლოდ პროფილის “გაყინვა”იყო . მას შემდეგ, რაც ფეისბუქის ადმინისტრაციას აცნობებდნენ, რომ პროფილის მეპატრონე გარდაიცვალა, გვერდი უქმდებოდა, ან უცვლელი რჩებოდა.
გარდა ამისა, გაყინვა გულისხმობდა იმასაც, რომ გვერდი search-ით აღარ იძებნებოდა და მფლობელის დაბადების დღე და სხვა თარიღების შესახებ ცნობა აღარ ჩნდებოდა მეგობრებთან.
ამიერიდან, ახალი ფუნქციის გასააქტიურებლად, ანუ “მემკვიდრის” დასანიშნად, უნდა მონახოთ ფუნქცია Legacy Contact და იქედან აირჩიოთ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი. ასევე შეგიძლიათ, დაწეროთ თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვა…..
მას, შემდეგ, რაც ფეისბუქს ეცნობება თქვენი გარდაცვალების შესახებ, ტექსტი გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე , ხოლო “მემკვიდრე” შეუდგება მასზე დაკისრებული “მოვალეობის” შესრულებას.