ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის ლიდერის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნუგზარ წიკლაური და კობა სუბელიანი ესწრებიან.
თავმჯდომარის პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დავით მჟავანაძის კანდიდატურაა დასახელებული.
"პარტიის გაახალგაზრდავება და გაძლიერება მიმდინარეობს, უფრო მეტი ახალი სახეების შემოყვანა, ვემზადებით ყველა იმ პროცესებში ჩასართველად, რაც არის დაგეგმილი," _ აღნიშნა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა.