ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"ახლა მთლიანი ყურადღება "თავისუფალი დემოკრატების" გადმოსულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა დავანახოთ საზოგადოებას და სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალ არჩევნებში საზოგადოება ელის მესამე ძალას; დაღლილია როგორც "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობით, ასევე, "ქართული ოცნების" შეცდომებით და ეძებს მესამე ძალას და ეს მესამე, ალტერნატიული ძალა იქნება "თავისუფალი დემოკატები", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.