წუხელ ლანჩხუთში ივერის ღვთისმშობლის, წმინდა პანტელეიმონისა და ასიათასი მოწამის სახელობის ტაძრები გაძარცვეს. მამა გიორგის თქმით, რომელიც 100 ათასი მოწამის ეკლესიაში წირავს, სამივეგან გატეხილია შემოწირულობების ყუთები, წაღებულია სასანთლეები, ხატები, შემონაწირი ბეჭდები და ასე შემდეგ.
როგორც მამა გიორგიმ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ფაქტების მოკვლევას თავად აწარმოებს და პირადად მას, ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს.