შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ჩადენის ფაქტზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ამხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის, მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით თბილისსა და რუსთავში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებიდან, სამსახურებრივი საჭიროების მოტივით, თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, მოახდინა მათი რეალიზაცია და აღებული თანხა მიისაკუთრა. აღნიშნული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.