ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მიერ G-News Tv-ს გადაცემაში "კვირის თემა" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტომანქანების შესყიდვას ნამდვილად ითხოვდა:
_ საკრებულოს სხდომაზე როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა მე აღვნიშნე, რომ უმჯობესი იქნებოდა შეგვეძინა ახალი ავტომობილები, თუნდაც უფრო დაბალი კლასის, როგორიცაა კია, ჰიუნდაი ან სხვა, ვინაიდან მეორადი მანქანისაგან განსხვავებით ახალ მანქანას მოყვება გარანტიები და მუნიციპალიტეტს მისი სამომავლო შენახვა გაცილებით იაფი დაუჯდება ვიდრე მეორადის ავტომობილის შენახვა.
ამავდროულად შესყიდვის პროცედურებშიც ნაკლები ეჭვის ნიშნები და შეკითხვები გაჩნდებოდა, _ აღნიშნა გოგოტიშვილმა.
ამავე თემაზე: „კვირის თემა“ _ ოზურგეთის გამგებლის უკანასკნელი გაფრთხილება ოპონენტს; "შტერი" საჯარო მოხელე, "გაბანძებული ოზურგეთი" და გამგებლის ბოლო გაფრთხილება