ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
მათივე ცნობით, როგორც უკრაინის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი აცხადებს, საყვარელიძე უკვე დათანხმდა წინადადებას მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ დავით საყვარელიძეს, უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი.