https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

განათლების საერთაშორისო ცენტრი 115 სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

17:02; 16.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს. 

საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან  დაიწყებს, რაც 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე ხორციელდება  საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის კონკურსის წესით დაფინანსებას გულისხმობს; ასევე, ცენტრი ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამას, რომელიც, საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.

უახლოეს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. ცენტრის საქმიანობის შესახებ მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ.

გთავაზობთ, ხშირად დასმულ კითხვებს, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე შესაბამის რუბრიკაშია განთავსებული.

სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ელ. მისამართზე: http://www.iec.gov.ge/

სად მოხდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება? მხოლოდ საზღვარგარეთ თუ ასევე საქართველოში?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამა გულისხმობს სწავლის დაფინანსებას მხოლოდ საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, გარდა დისტანციური (დაუსწრებელი) სწავლების საგანმანათლებლო პროგრამებისა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ სასწავლებლიდან მივიღებ ჩარიცხვის წერილს?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში 2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს სწავლის დაფინანსებას შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტული მიმართულებების სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე. პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრივ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

რომელ მიმართულებებზე მოხდება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება?

პრიორიტეტული მიმართულებები, შესაძლოა, შეიცვალოს წლიდან-წლამდე. ცვლილება დამოკიდებულია ქვეყნის პროფესიული საჭიროებებისა და ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე. 2015-2016 აკადემიური წლისათვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: აგრარული; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები;

რა საკონკურსო ეტაპებია გასავლელი?

კონკურსის შედგება შემდეგი ეტაპებისგან: კონკურსის ვადებში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და სააპლიკაციო ფორმის შევსება; აპლიკაციის ფორმალური  და შინაარსობრივი შემოწმება შესაბამისი ქულის მოსაპოვებლად; კომისიასთან გასაუბრება აპლიკაციის შერჩევის პროცესში წარმატების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ოფიციალურ ვებგვერზე: http://www.iec.gov.ge/

მიიღებს თუ არა „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ მონაწილეობას სტუდენტის უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურებში?

უცხოეთის უნივერსიტეტში მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად გადის. პროგრამა არ ითვალისწინებს აღნიშნული პროცედურებში კანდიდატისთვის ხელშეწყობას. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიზნით თავად უნდა შეარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი, შეავსოთ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა და დააკმაყოფილოთ თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნები.

რამდენჯერ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი?

„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი 2015-2016 წლისათვის 2-ჯერ გამოცხადდება. 

ითვალისწინებს თუ არა პროგრამა სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების მეორე ან მომდევნო კურსების დაფინანსებას?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების მეორე ან მომდევნო კურსის სტუდენტებს. ამ შემთხვევაში აგრეთვე უნდა წარმოადგინონ განვლილი სასწავლო წლის შეფასება და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. კონკურსი ცხადდება კონკრეტული აკადემიური წლისათვის და შესაბამისად დაფინანსება გაიცემა უახლოესი მომავალი აკადემიური წლისათვის. რექტორიალურად, განვლილი წლის დაფინანსების საკითხი პროგრამის ფარგლებში არ განიხილება.

როგორ ხდება საბუთების მიღება?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების მეორე ან მომდევნო კურსის სტუდენტებს. ამ შემთხვევაში აგრეთვე უნდა წარმოადგინონ განვლილი სასწავლო წლის შეფასება და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. კონკურსი ცხადდება კონკრეტული აკადემიური წლისათვის და საბუთები აპლიკაციასთან ერთად მიიღება ელექტრონულად. კერძოდ, კონკურსანტი აპლიკაციის შევსებისას დოკუმენტებს PDF ფორმატით ატვირთავს სააპლიკაციო ფორმაზე. აპლიკანტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადი და უკლებლივ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურად ჩაითვლება არასრულად და არ განიხილება. ამასთან, აპლიკანტი ვალდებულია თვითონ შეამოწმოს აპლიკაციის სისრულე და საბუთების შესატყვისობა.

რა ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და სხვა საჭირო დოკუმენტები?

კონკურსანტი აპლიკაციაში მოცემულ ყველა ველს ავსებს ქართულ ენაზე. დოკუმენტაცია, რომლის დედანი მოპოვებულია ინგლისურ ენაზე, კონკურსანტს შეუძლია პირდაპირ ატვირთოს სააპლიკაციო ფორმაზე. რაც შეეხება სხვა უცხოურ ენაზე შედგენილ დოკუმენტაციას, სააპლიკაციო ფორმაზე უნდა ატვირთოს ოფიციალურ თარგმანთან ერთად.

შესაძლებელი იქნება თუ არა მოთხოვნილი საბუთების ფოსტით ან სხვა ფორმით წარმოდგენა?

განაცხადების მიღება სხვა ფორმით არ წარმოებს. ელექტრონული რეგისტრაციის დროს სააპლიკაციო ფორმაზე უნდა ატვირთოს კონკურსანტმა ყველა საჭირო დოკუმენტი pdf ფორმატით.

თუ უნივერსიტეტებიდან ჩარიცხვის თაობაზე აპლიკანტი პასუხს ელოდება საბუთების შემოტანის ვადის გასვლის შემდეგ, როგორ უნდა მოიქცეს?

აპლიკანტი დაფინანსების აპლიკაციის შემოტანას შეძლებს მომდევნო კონკურსის ფარგლებში.

უზრუნველყოფს თუ არა „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას?

პროგრამა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას. შესაბამისად კონკურსის ფარგლებში არ მიიღება ახალი აპლიკაციები ბაკალავრიატის სწავლის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება გასულ სასწავლო წლებში პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებულ იმ პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება.

ეხება თუ არა საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკონკურსო მოთხოვნაა კონკურსში მონაწილეს უკვე მინიჭებული ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მომდევნო კონკურსში.

თუ სტუდენტი ბაკალავრიატის საფეხური ახლახანს დაამთავრა და ვერ ახერხებს დიპლომის აღებას ცენტრის მიერ გამოცხადებულ სარეგისტრაციო ვადაში, როგორ უნდა მოიქცეს?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გამოცხადებული სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია კონკურსში მონაწილეს უკვე მოპოვებული ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. თუ აპლიკანტი კონკურსის ვადებში ვერ ახერხებს დიპლომის აღებას, შეუძლია წარმოადგინოს ცნობა აკადმეიური ხარისხის მინიჭების შესახებ.

რამდენად არის შესაძლებელი სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა, იძულებით გადაადგილებულმა ან შშმ პირებმა მიიღოს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება?

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით შეუძლიათ მოგვმართონ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, იძულებით გადაადგილებულმა და შშმ პირებმა, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო კრიტერიუმებსა და პირობებს.

წარმოადგენს თუ არა 3.0 GPA პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელ პირობას?

ერთერთ მთავარ საკონკურსო პირობას წარმოდგენს მაღალი აკადემიური მოსწრება. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე ან უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო პროგრამის განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ – 3.0, ან შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში.

შესაბამისად, სადოქტორო პროგრამის შემთვევაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შედეგად GPA მინიმუმით – 3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში. ან უცხოეთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ – 3.0 ან/და აკადემიური წარმატებულობის შესახებ ანგარიშის/დახასიათების არსებობა.

თუ კანდიდატი შეფასებულია GPA შეფასების სისტემისგან განსხვავებული შეფასების სისტემით, როგორ უნდა მოახერხოს აკადემიური მოსწრების შესახებ საკონკურსო პირობის დაკმაყოფილება?
განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში პროგრამის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს GPA მინიმუმ – 3.0 შესაბამისი ქულა სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობის საშუალებით.

ითვალისწინებს თუ არა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამა აკადემიური პროგრამების მოსამზადებელი კურსების დაფინანსებას?

„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ არ ითვალისწინებს მოსამზადებელი კურსების ორგანიზებას ან მათ დაფინანსებას.

როგორია დაფინასნების გაცემის წესი?

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემირი წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ.

რა ხარჯების ანაზღაურდება გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში?

დაფინანსება გულისხმობს სწვალის საფასურის, სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

როგორ ხდება საჭირო ხარჯების შესახებ კომისიის მოთხოვნის დასაბუთება?

კონკურსანტმა სწავლის საფასურის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს სასწავლების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა/ინვოისი სწავლის საფასურის ოდენობის შესახებ. ხოლო უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსანტი თავად განსაზღვრავს აუცილებელ მოსალოდნელ ხარჯებს ხარჯის ტიპის (კვების, მგზავრობის და ა.შ ხარჯები) მიხედვით.

რა პრინციპით განსაზღვრავს კომისია უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების ოდენობას?

კომისია უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღებს კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების სიძვირის ხარისხს.

გაუგრძლდებათ თუ არა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსება ერთხელ უკვე დაფინანსებულ სტუდენტებს?

სტუდენტებს, რომლებსაც ერთი აკადემიური წელი დაუფინანსდათ 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამაზე ან/და 3 წლიან სადოქტორო პროგრამაზე და საჭიროებენ მომდევნო წლის დაფინანსებას, კომისია უფლებამოსილია მათი დაფინანსების საკითხი განიხილოს შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირები სააპლიკაციო ფორმას ავსებენ „მიმდინარე გრანტის მფლობელის“ სტატუსით.

აპლიკაციის წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ რა პროცედურები იწყება?

აპლიკაციისა წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ იწყება კონკურსანტების შერჩევის სამ საფეხურიანი მერიტორიალური პროცესი : 1. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება; 2. აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასება; 3. კომისიასთან გასაუბრება.

რას გულისხმობს ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება?

ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმების საფეხურზე ხდება აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აპლიკაცია და საბუთების ნუსხა სრულყოფილია და აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, აპლიკაცია შერჩევის მეორე – ხარისხობრივი (შინაარსობრივი) შეფასების საფეხურზე გადადის.

რას გულისხმობს აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასება?

აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასების ეტაპზე აპლიკაციას და თანდართულ საბუთებს კომისია განიხილავს. შეფასება კონკრეტული კონკურსისათვის დადგენილი მოთხოვნების მიხედვით ხდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ სკოლას/უნივერსიტეტს და დარგს, აკადემიურ წარმატებულობას ექცევა.

რას გულისხმობს კომისიასთან გასაუბრება?

ზემოთ აღნიშნული ორი საფეხურის წარმატების გავლის შემდგომ ხდება აპლიკანტის მოწვევა გასაუბრებაზე. გასაუბრება გრძელდება დაახლოებით 7-15 წუთამდე.

როგორ და რა შემადგენლობით მტკიცდება კომისია?

კომისია დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილებით. კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებულია სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

როგორ წარმოებს კონკურსანტის შეფასება და როგორ ხდება საბოლოო ქულის გამოყვანა?

კონკურის მეორე და მესამე ეტაპებზე აპლიკაციებისა და გასაუბრების შეფასება ხდება ქულობრივად. კომისია შინაარსობრივი შეფასების ეტაპზე განიხილავს ყველა სრულყოფილად წარმოდგენილ განაცხადს, ხოლო გასაუბრებაზე იწვევს იმ აპლიკანტებს ვინც გადალახა შესაბამისი ქულობრივი ზღვარი.

ქულების მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობა 106.5 ქულაა (100%). აქედან, აპლიკაციის შეფასებისას მაქსიმუმ 60 (%)/ქულა, ხოლო გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 (%)/ ქულა; დარჩენილი 6.5 ქულა წარმოადგენს ადმინისტრაციული ქულას და იწერება აპლიკანტის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით.

შემრჩევი კომისიის წევრები თითოეულ აპლიკაციას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და შეუთანხმებლად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. აპლიკაციის სხვადასხვა შესაფასებელ ნაწილს, როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, მიღებული განათლება და შერჩეული მიმართულება, აკადემიური პროგრამა, რეკომენდაციები, შერჩეული სკოლა/უნივერსიტეტი და სამოტივაციო წერილი შეფასებისას განსხვავებული ხვედრითი წილი აქვს საერთო ქულაში.

გასაუბრება თითოეულ აპლიკანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს. კომისიის წევრები აპლიკანტს გასაუბრების დასრულების შემდეგ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ.

საბოლოო ქულის გამოყვანა ხდება კონკურსის მეორე და მესამე საფეხურზე მოპოვებული ქულების დაჯამების გზით.

რა პრინციპით დგინდება კონკურსის ამა თუ იმ ეტაპზე გადასალახი ქულობრივი ზღვარი?

კონკურსის პროცესში მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად კომისია განსაზღრავს ქულობრივ ზღვარს: აკადემიური პროგრამების მიხედვით (სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამა); პრიორიტეტული მიმართულებების  მიხედვით.

როგორ ხდება და რა ვადაში მოხდება კონკურსის შედეგების შეტყობინება?

საბოლოო შედეგის შესახებ ყველა აპლიკანტის (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ინფორმირება ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნება აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე. იგივე გზით მოხდება გასაუბრებაზე მოწვევა იმ აპლიკანტების რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპს წარმატებით გადალახავენ. აპლიკანტებს კონკურსის საბოლოო შედეგები გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის მაძილზე ეცნობებათ.

შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირებს ცენტრის ადმნისტრაციასთან შეხვედრა?

საკონკურსო ვადების ფარგლებში, კვირაში ორჯერ ორშაბათ და ოთხშაბათს 13:00-15:00 ცენტრის ადმინისტრაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს. საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწერონ სასურველი შეხვედრის თარიღი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი მისამართზე iecmeetings@geo.gov.ge. შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდზე iec.gov.ge. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სოსანაშვილი, ოჯახის წევრების მტკიცებით, სიმსივნით არის დაავადებული

ბოლონიის უნივერსიტეტის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო