სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მტკიცებულებები აგრარული უნივერსიტეტის წინაააღმდეგ დაუშვებლად ცნო.
გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლომ 12 თებერვლის სხდომაზე გამოაცხადა.
2014 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსდაევალა დაადასტუროს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების დაუშვებლობის მოტივად მისი უკანონოდ მოპოვება აასახელა და სხდომა ამ მტკიცებულებების განხილვის გარეშე გაგრძელდება.
კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა იმ 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესიტიციდან, რაც უმაღლეს განათლებაში განხორციელდა, 9 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა და 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში განახორციელა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა.
"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ თავი აარიდა ამ ინვესტიციის აღიარები," _ აღნიშნავს თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა კოკაია.